- დისკურსი
- წარმოადგენს რაღაც კონკრეტული პრაქტიკის საგნის გარშემო ცოდნის კონსტრუირებას ან ამ საგანზე მსჯელობის გზებს: კომპლექსი (ერთობლიობა) იდეების, გამოსახულებების, და პრაქტიკის, რომელიც დაკავშირებულია გარკვეულ თემასთან, სოციალურ აქტივობასთან ან ინსტიტუტიციასთან საზოგადოებაში. ეს დისკურსიული ჩამოყალიბებული ერთობლიობები, განსაზღვრავენ რა არის და რა არ არის მისაღები ამა თუ იმ კონკრეტული საგნის თუ სოციალური აქტივობის შესახებ მსჯელობისას, რა ცოდნა არის აუცილებელი და აქტუალური იმ მოცემულ კონტექსტში და რა ტიპის ინდივიდები ატარებენ ამ მახასიათებლებს. არსებობს ბევრი მსგავსება, მაგრამ, ამავე დროს, განსხვავებები სემიოტურსა და დისკურსიულ მიდგომებს შორის. ერთი მნიშვნელოვანი სხვაობა მდგომარეობს იმაში, რომ სემიოტური მიდგომა ეხება თუ როგორ ხდება წარმოდგენა, თუ როგორ ქმნის ენა მნიშვნელობას, რომელსაც ეწოდება „პოეტიკა“, მაშინ როდესაც დისკურსიული მიდგომა უფრო შეეხება რეპრეზენტაციის შედეგებსა და ეფექტებს -მის პოლიტიკას. ის იკვლევს არა მხოლოდ როგორ ქმნიან ენა და რეპრეზენტაცია მნიშვნელობას, არამედ ცოდნას, რომელსაც წარმოქმნის კონკრეტული დისკურსი და რომელიც უკავშირდება ძალაუფლებას, არეგულირებს ქცევას, შეადგენს ან აკონსტრუირებს იდენტობებს და სუბიექტებს და განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა მოიზრებოდნენ და გამოიხატებოდნენ მოცემული საგნები. ფოკუსი დისკურსიულ მიდგომაში ყოველთვის კონკრეტული ფორმის ისტორიულ სპეციფიურობაზეა ან კიდევ გამოხატვის მექანიზმზე: არა ენაზე როგორც ასეთზე, არამედ კონკრეტულ ენებზე ან მნიშვნელობებზე და თუ როგორ ხდება მათი გამოყენება მოცემულ დროს და მოცემულ ადგილას.Source: ასათიანი მარიკა. კულტურის სოციოლოგია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მარიკა ასათიანი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
Georgian encyclopedia. 2013.